სუსო: "მილანისთვის ყველაფერს გავაკეთებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუსო: "მილანისთვის ყველაფერს გავაკეთებ"


სუსო:

"მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა, სუსომ, განაცხადა, რომ "როსონერისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებით მოხარულია.

"ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება, ვინაიდან ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

"მილანთან" ჩემი კონტრაქტი 2022 წლამდე გავახანგრძლივე, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჩემს ოჯახთან და თანაგუნდელებთან ერთად კიდევ დიდი ხანი დავრჩები.

მინდა, რომ "მილანის" დირექტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ამ მაისურით თავს არასოდეს დავზოგავ და კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ფორცა "მილან!", - განაცხადა 23 წლის ესპანელმა.

სუსომ მილანურ გრანდთან ხელშეკრულება დღეს ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი სუსო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები