ტოლისო: "პარიზში მოსაგებად ჩავდივართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოლისო: "პარიზში მოსაგებად ჩავდივართ"


ტოლისო:

მიუნხენური კლუბის საყრდენი ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო, აცხადებს, რომ მისი გუნდი პარიზში მხოლოდ გამარჯვებისათვის ჩადის.

"ჩვენ პარიზში იმისათვის ჩავდივართ, რომ მოვიგოთ. "პსჟ" ძალიან მოტივირებული იქნება და ჩვენ წინ დიდი მატჩი გველის.

გამომდინარე იქიდან, რომ მე არა პარიზიდან, არამედ ლიონიდან ვარ, სტადიონზე ჩემი ბევრი გულშემატკივარი არ იქნება. მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი და სამუშაოზე იქნებიან. თუმცა რამდენიმე მეგობარი მაინც მოვა", - აღნიშნა 23 წლის ფრანგმა.

"ბაიერნი" პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვალ საღამოს დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კორენტინ ტოლისო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები