რობენი: "გოლები ფულს არ გააქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენი: "გოლები ფულს არ გააქვს"


რობენი:

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "პსჟ-სთან" მოახლოვებულ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფული მთავარი არ არის.

"რეკორდმაისტერი" პარიზულ კლუბს ხვალ საღამოს გასვლაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დაუპირისპირდება და საკმაოდ რთული თამაში ელის.

"გოლები ფულს არ გააქვს, ყველაფერი მხოლოდ იმ თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელსაც გუნდი მოედანზე აჩვენებს. მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდის თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებული და არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები