ვერატი: "ანჩელოტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერატი: "ანჩელოტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო"


ვერატი:

"პსჟ-ს" ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ვერატი, "ბაიერნთან" მატჩის წინ აცხადებს, რომ კარლო ანჩელოტიმ მის კარიერულ წინსვლაში სერიოზული წვლილი შეიტანა.

"ამ კლუბს რაღაც დიდი წარმატების მიღწევა სურს და ეს ამ ზაფხულს დაამტკიცეს, როდესაც ნეიმარისა და კილიან მბაპეს დონის მოთამაშეები დაიმატეს. თუმცა ჩვენ მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიაროთ წინ.

ანჩელოტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მე "პსჟ-ში" პირდაპირ სერია ბ-დან მოვედი, ამიტომაც სიტუაცია მარტივი არ ყოფილა. ის ძალიან დამეხმარა და თავდაჯერებულობა შემმატა.

მას ყველა უსმენდა და ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა", - აღნიშნა იტალიელმა ცენტრმა.

მარკო ვერატი პარიზულ კლუბში 2012 წელს "პესკარადან" გადაბარგდა და ანჩელოტის წყალობით გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. ახლა კი მარკო "პსჟ-ს" ერთ-ერთი ლიდერია.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მარკო ვერატი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები