კომანი: "პარიზში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კომანი: "პარიზში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი"


კომანი:

მიუნხენური გრანდის ახალგაზრდა ფრანგი ვინგერი, კინგსლი კომანი, "პარკ დე ფრენსზე" დაბრუნებით მოხარულია.

"პარკ დე ფრენსზე" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სწორედ ამიტომ, ახლა ამ სტადიონზე "ბაიერნთან" ერთად დაბრუნებით მოხარული ვარ.

"პსჟ-ს" სუსტი წერტილები არ აქვს. ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი კოზირი შეტევაა. ჩვენ სრულიად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და დაცვაში კარგად ვიასპარეზოთ, რათა მეტოქე შევაჩეროთ", - აღნიშნა 21 წლის ფრანგმა.

კინგსლი კომანი სწორედ პარიზული კლუბის აღზრდილია, საიდანაც 2014 წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდა, ხოლო უკვე ერთ წელიწადში "ბაიერნში" გადავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კინგსლი კომანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები