დი ფრანჩესკო: "რომამ ყარაბახი უნდა დააფასოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ფრანჩესკო: "რომამ ყარაბახი უნდა დააფასოს"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, მიიჩნევს, რომ "ყარაბახის" არდაფასება არ შეიძლება.

"ვფიქრობ, "რომამ" "ყარაბახი" და მისი ისტორია აუცილებლად უნდა დააფასოს. ჩემი აზრით, ეს მარტივი თამაში სულაც არ იქნება.

ჩვენი თამაშის დონე და ტემპი სეზონის მსვლელობისას ნელ-ნელა უმჯობესდება. არამგონია, რომ "რომა" ევროთასებზე უფრო სუსტად გამოდიოდეს, ვიდრე ეროვნულ ჩემპიონატში.

ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელზეც დიდ კლუბებს და ახალ კულტურებს უპირისპირდები", - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.

რომაული კლუბი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტს ხვალ საღამოს აზერბაიჯანში დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები