Goal.Ge

საქართველო ევროპამდე რუმინეთმა არ მიუშვა


საქართველო ევროპამდე რუმინეთმა არ მიუშვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელი პლეი ოფის მატჩი რუმინეთის ნაკრებთან დათმო და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ მოხვდა.

პირველი მატჩი ქართველთათვის სასურველი შედეგით დასრულდა და ქართველებს რეალური შანსი გაუჩნდათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

წინა მატჩისგან განსხვავებით გუნდს დაუბრუნდნენ მეკარე ზვიად კუპატაძე და არჩილ სებისკვერაძე. ორივე სასტარტო ხუთეულში გამოჩდნენ.

თამაში ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალური ხიფათი არ შექმნილა. სამაგიეროდ, რუმინელებმა კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და სავიომ ანგარიში გახსნა.

საქართველომ მოუმატა და მალევე კუთხური ჩინებულად გაითამაშეს, რასაც კაკაბაძის გასროლა და გოლი მოჰყვა. რამდენიმე წამში კუთხური ჩვენს კართან დაინიშნა, სებისკვერაძემ ჩაჭრა, საკუთარი საჯარიმოდან ირბინა და რუმინელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა _ 2:1.

კიდევ ერთი კუთხური და სებისკვერაძის დარტყმა რუმინელთა მეკარემ ვერ მოიგერია და ჩვენები კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ, მაგრამ ეს უპირატესობა შესვენებამდე ვერ შეინარჩუნეს.
ჯერ იყო და რუმინელებმა მარტივად გაიარეს ჩვენი დაცვა და ფერეირამ სხვაობა შეამცირა, ხოლო ზედ საფინალოს სასტვენის წინ, მეტოქეს დარტყმის საშუალება მივეცით და სტოიკამ ქუსლით ლამაზი გოლი სირენასთან ერთად გავიტანა _ 3:3.

უხვგოლიანი ფრე მეტოქეს აძლევდა ხელს და ეს უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიმდიდრეს, როდესაც სავიომ სტუმრები დააწინაურა. საქართველომ შეუტია და მიკოლოზ კურტანიძემ მშვენიერი დრიბლინგით ნახევარი გუნდი მოატყუა და ჩინებული გოლით ანგარიში გაათანაბრა _ 4:4.

13 წუთით ადრე მატჩის დამთავრებამდე, რუმინეთი კიდევ ერთხელ გავიდა წინ _ თავი ისევ სავიომ გამოიჩინა.

13 წუთი ფუტსალში დიდი დროა, თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, გატანა ორივე გუნდს შეეძლო. სამწუხაროდ ჩვენები ბურთის გამოტანისას შეცდნენ და რადოკუმ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

ამან მდგომარეობა ძალიან დაამძიმა და ჩვენები ვა-ბანკზ წავიდნენ _ მეკარე მოთამაშით შეცვალეს, რათა შეტევაში რიცხოვრივი უპირატესობა ჰქონოდათ, მაგრამ მარტივი შეცდომის შემდეგ სავიომ ცარიელ კარში მეშვიდე გოლი შეგვიცურა.

4 გოლის გასატანი აღარც დრო იყო და აღაცრ ენერგია... სქაართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა...

საქართველო-რუმინეთი 4:7
(პირველი მატჩი 2:2)
0:1 სავიო (3.41), 1:1 კაკაბაძე (05.51), 2:1 სებისკვერაძე (06.33), 3:1 სებისკვერაძე (11.36), 3:2 ფერეირა (12.06), 3:3 სტოიკა (20.00) , 3:4 სავიო (21.07), 4:4 კურტანიძე (22.48), 4:5 სავიო (26.34), 4:6 რადოკუ (34.20), 4:7 სავიო (16.43)

საქართველო: კუპატაძე; ჭანუყვაძე, რონინიო, ფუმასა, სებისკვერაძე; ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, კობაიძე, თოდუა, მაიასაია, კურტანიძე, ბობოხიძე

რუმინეთი: იანკუ; ფ.მატეი, ფერეირა, იგნატი, სავიო; ტონიჩა, მ.მატეი, რადოკუ, ლუპუ, ფელიპე, სტოიკა, შოცი, კოსმა, პანზარუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი იკარდის მისი მეუღლის გამო არ იმატებს

ცნობილი ესპანური გამოცემა, MARCA წერს, რომ "რეალმა" მაურო იკარდიზე ფიქრი მისი მეუღლის, ვანდა ნარას გამო შეწყვიტა.

დღეს, 04:52

რამდენი პენალტი აქვს მესის ლა ლიგაში გაცუდებული?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ 2 პენალტი შეასრულა - ლეომ 1 გაიტანა, მეორე კი მეკარემ აუღო.

დღეს, 04:48

ჯერარდი: "ტიტულზე ფიქრი დაასრულეთ"

ფეხბურთელის რანგში, სტივენ ჯერარდმა შიდა ჩემპიონატის მოგება (პრემიერ ლიგის) ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა მას ამის განხორციელების შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს.

დღეს, 04:41

ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ბრუნდება

აღნიშნულ ინფორმაციას "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 04:35

ბეილმა ჩელსისა და მანჩესტერს პასუხი შეუთვალა

29 წლის შემტევს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს, 04:33

დისკვალიფიკაციის გამო, რეალს დღეს მოდრიჩი დააკლდება

დღეს 15:00 საათზე, ლა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალი" "ხირონას" მიიღებს.

დღეს, 04:30

ასე გააცილეს ემილიანო სალა უკანასკნელ გზაზე [VIDEO]

გუშინ, ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

დღეს, 04:27

რატომ არქმევენ ურუგვაიში გრიზმანის სახელს ბავშვებს?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ურუგვაის ნაკრებს გოლი გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა, რადგან ეს ქვეყანა უყვარ

დღეს, 04:24

"კარგი რა კრიშტიანუ, გაჩერდი", - რონალდუ ვარჯიშიდან ვერ გაჰყავდათ

პორტუგალიელმა პრესასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "სპორტინგის" სკოლაში" "იუვენტუსის" შემტევთან ერთად გამოდიოდა.

დღეს, 04:19

პიკე: "აქ კარგი მხოლოდ გამარჯვება იყო"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:14

სოლარიმ რამოსის ბარათზე პრესა დაადანაშაულა: "თქვენი მეთოდები გაქვთ"

სანტიაგო სოლარიმ სერხიო რამოსის ყვითელი ბარათის გაზვიადებაში პრესა დაადანაშაულა.

დღეს, 04:11

ვალვერდე: "ყველა თამაშში 7 საგოლე ეპიზოდი არ გვექნება"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:07

მილანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლეადორი!

თუმცა, 23 წლის კრიშტოფ პიონტეკმა დებიუტში მათ ყველას აჯობა.

დღეს, 04:03

მოიხსნება კონტეს 102 ქულიანი რეკორდი სერია A-ში?

სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ისტორიული რეკორდიც დაამყაროს.

დღეს, 03:58

პიონტეკი: "ჩემი თავის მჯეროდა, თუმცა ამას ვერც წარმოვიდგენდი"

სერია A-ს მატჩში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, სადაც კრიშტოფ პიონტეკმა 2 გოლის გატანა შეძლო.

დღეს, 03:54

რაგბი ევროპა: ქართველებმა იმსაჯეს, რუმინელებმა და რუსებმა გაისეირნეს [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დღის მატჩების მიმოხილვა

დღეს, 02:45

ქვილითაია დაბრუნდა! - ქართველმა ფორვარდმა გენტში წლის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბევერენი" და "გენტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:35

ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ზაგლებიესა" და "არკას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:32

პიონტეკმა რეკორდი დაამყარა - პირველად ბალოტელის შემდეგ

იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 02:18

ყველაზე ხნიერი მეგოლე ბუნდესლიგის ისტორიაში

გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ჰერტასა" და "ვერდერს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:15

ლეო მესიმ ვალიადოლიდთან ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დღეს, 02:11

მესის გოლით ბარსელონამ მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ლა ლიგის მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" 24-ე ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:54

პიონტეკის ბენეფისი გრძელდება - მილანმა კვლავ მოიგო! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის.

დღეს, 01:52

სოლარიმ ვინისიუსი შეაქო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ამ გუნდის ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორი შეაქო.

დღეს, 00:58

როდის დაბრუნდებიან ნეიმარი და კავანი? - ტუხელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერთან" მატჩში, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.

დღეს, 00:54

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ატლეტიკოში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 00:50

სოლარი: "რამოსი ამას არ იკადრებს!"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "აიაქსთან" მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათ მიიღო.

დღეს, 00:43

ასოციაციის თასი: მანჩესტერ სიტიმ მარტივად იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ასოციაციის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნიუპორტი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები