ზვიად კუპატაძე: "პირველ რიგში, ამ თამაშის მოსაგებად კარგ ფორმაში მყოფი კუპატაძე დაგვაკლდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზვიად კუპატაძე: "პირველ რიგში, ამ თამაშის მოსაგებად კარგ ფორმაში მყოფი კუპატაძე დაგვაკლდა"


ზვიად კუპატაძე:

საქართველოსა და რუმინეთის მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

"პირველ რიგში, ამ თამაშის მოსაგებად კარგ ფორმაში მყოფი კუპატაძე დაგვაკლდა. ერთ თამაშში ამდენ გოლს რომ გაგიტანენ, რაღაც-რაღ​აცეები შენი ბრალიც არის.

მეორე ის, რომ ცოტა ადრე დავიწყეთ ზეიმი. ასეთ დიდ ასპარეზზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს.

ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ 2:2 არაფერს ნიშნავდა და აქ სულ სხვა თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. 

სამწუხაროდ, ვერ დავკეტეთ 11 ნომერი, რომელმაც 4 გოლი გაგვიტანა. მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის. ჩვენ კიდევ ვითამაშებთ", - აცხადებს კუპატაძე.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის, ორი მატჩის ჯამში რუმინელთა გამარჯვებით 9:6 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები