ავთანდილ ასათიანი: "ბოდიშს ვუხდით მთელ საქართველოს, რადგან იმედები გავუცრუეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ავთანდილ ასათიანი: "ბოდიშს ვუხდით მთელ საქართველოს, რადგან იმედები გავუცრუეთ"


ავთანდილ ასათიანი:

რუმინეთთან 4:7 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

"პირველ რიგში, ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელი. ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ამაყი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ.

მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რომლებიც წაგებულ თამაშზე ტაშს გვიკრავდნენ და რომ მოგვეგო, წარმომიდგენია რა მოხდებოდა.

ბოდიშს ვუხდით მთელ საქართველოს, რადგან იმედები გავუცრუეთ.  3:3-ის შემდეგ მოედანზე რაღ​აცეები უნდა შეგვეცვალა, მაგრამ ალბათ ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია. 

წაგებული მატჩის შემდეგ, ბიჭებსაც ვუთხარი, რომ ეს მარცხი ჩვენ კიდევ უფრო გაგვაერთიანებს", - აცხადებს ასათიანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები