სიტის პირადი რეკორდი ლიგაზე და აგუეროს კატასტროფული სტატისტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტის პირადი რეკორდი ლიგაზე და აგუეროს კატასტროფული სტატისტიკა


სიტის პირადი რეკორდი ლიგაზე და აგუეროს კატასტროფული სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "შახტარი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "სიტის" შესახებ, რომელსაც Opta აქვეყნებს.

1. "მანჩესტერ სიტიმ", ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩიდან ორივე მოიგო. ეს პირველად მოხდა.

2. უკრაინულ გუნდს ინგლისური გუნდი სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს დაუმარცხებია. ტრადიცია არ დაირღვა.

3. ჩემპიონთა ლიგაზე, შინ, ბოლო 10 შეხვედრიდან "სიტიმ" არც ერთი არ წააგო (7 მოგება, 3 ფრე). ეს კლუბის რეკორდია.

4. "სიტის" ბოლო 12 გოლიდან, ყველა ჩემპიონატზე ერთად, კევინ დებრუინი აბსოლუტურად ყველაში მონაწილეობდა. მან 3 თავად გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

5. ჩემპიონთა ლიგაზე, სერხიო აგუერომ 7 პენალტიდან მხოლოდ 2-ის გატანა შეძლო. მას საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები