ბარსელონას სპორტინგის სტადიონზე რონალდუ და ფიგუ მიეგებებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას სპორტინგის სტადიონზე რონალდუ და ფიგუ მიეგებებიან


ბარსელონას სპორტინგის სტადიონზე რონალდუ და ფიგუ მიეგებებიან

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "სპორტინგს" ხვდება.

ეს ის გუნდია, სადაც კარიერა კრიშტიანუ რონალდუმ და ლუიშ ფიგუმ დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ სტადიონის შესასვლელში სწორედ ამ ორი ფეხბურთელის დიდი პოსტერია. აღნიშნულია, რომ ფიგუ 2001 წელს მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რონალდუ კი 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში.

როგორც იცით, ფიგუ "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ფეხბურთელია. ის კლუბის კაპიტანი იყო და 2000 წელს "რეალში" გადავიდა.

რა თქმა უნდა, კატალონიელებს არც რონალდუ ეხატებათ გულზე.

სწორედ ამ ორი ფეხბურთელის სახეს დაინახავენ ისინი, როგორც კი სტადიონზე შევლენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები