დიეგო კოშტა ჩელსის დაემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო კოშტა ჩელსის დაემშვიდობა


დიეგო კოშტა ჩელსის დაემშვიდობა

თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ფოტო განათავსა და "ჩელსის" მადლობა გადაუხადა.

გუშინ "ატლეტიკომ" დაადასტურა, რომ ფორვარდმა მადრიდელებთან კონტრაქტი გააფორმა და კლუბს უკვე შეუერთდა.

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, "ჩელსიში" ჩემი პერიოდი დასრულდა. აქ სამი შესანიშნავი წელიწადი გავატარე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება".

"ჩემპიონის ორი ტიტული, ინგლისის სუპერთასი, 120 მატჩი, 59 გოლი და 24 გადაცემა. ახლა ეს პერიოდი დასრულდა, არა ისე, როგორც მინდოდა".

"შესანიშნავი თაყვანისმცემლები, თანაგუნდელები და კლუბის ყველა თანამშრომელი ჩემს გულში დარჩება. დარწმუნებული ვარ, გაიგებენ ჩემი წასვლის მიზეზს - უბრალოდ არ შემეძლო თავდაჯერებულობა დამეკარგა. მადლობა, "ჩელსი", ყველაფრისთვის!", - დაწერა კოშტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები