პაულინიოში ეჭვი ვალვერდესაც ეპარებოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პაულინიოში ეჭვი ვალვერდესაც ეპარებოდა


პაულინიოში ეჭვი ვალვერდესაც ეპარებოდა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ გუნდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა, პაულინიომ ადაპტაცია გაიარა.

ამასთანავე, სპეციალისტი ამბობს, რომ ჩინური "გუანჩჯოუ ევერგრანდიდან" ნახევარმცველის ყიდვის საჭიროებაში ეჭვი ეპარებოდა.

"პაულინიოს თაობაზე ეჭვები იყო", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

"თუმცა, იგი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის თამაშში რაღაც განსხვავებული შეიტანა. კოლექტივს ჩინებულად მოერგო. კმაყოფილებაზე მეტს ვგრძნობთ", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა.

შეგახსენებთ, პაულინიო "ბარსაში" "გუანჩჯოუდან" ამ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები