ბაიერნი ყატარული აეროპორტის რეკლამით წელიწადში 7 მლნ ევროს იღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნი ყატარული აეროპორტის რეკლამით წელიწადში 7 მლნ ევროს იღებს


ბაიერნი ყატარული აეროპორტის რეკლამით წელიწადში 7 მლნ ევროს იღებს

"ბაიერნი" ყოველწლიურად შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში არსებული აეროპორტის (ჰამადი) რეკლამირებით, იტყობინება Kicker.

მხარეებმა სასპონსორო ხელშეკრულება აგვისტოს შუა რიცხვებში გააფორმეს. ლოგოტიპის ხილვა მიუნხენური გუნდის მაისურებზე შეგვიძლია.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტ ჰამადის რეკლამა "ბაიერნის" საშინაო არენა "ალიანც არენაზეცაა" განთავსებული (2016 წლის იანვრიდან).

შეთანხმების თანახმად, აეროპორტში მიუნხენელთა საკლუბო ატრიბუტების ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები