სარი: "გაშვებული გოლის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი: "გაშვებული გოლის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ"


სარი:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, "ფეინოორდთან" საშინაო გამარჯვებით (3:1) ბოლომდე კმაყოფილი არ არის.

"ძალიან გაბრაზებული ვარ იმ გოლის გამო, რომელიც ბოლოს გავუშვით. ტურნირზე, რომელშიც ბურთების სხვაობას სერიოზული მნიშვნელობა აქვს, ასეთი ბურთის თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე გაშვება არ შეიძლება. კმაყოფილი უბრალოდ ვარ ვიქნები.

კარგად ვთამაშობდით, ბევრ მომენტს ვქმნიდით. თუმცა არ მომეწონა ის ფაქტი, რომ "ნაპოლის" არაფრის შექმნის უფლებას ვაძლევდით, მაგრამ მეტოქემ გოლის გატანა მაინც მოახერხა.

გარდა ამისა, შექმნილი მომენტების ფონზე, უფრო მეტი გოლიც უნდა გაგვეტანა", - აღნიშნა სარიმ.

ნეაპოლურმა კლუბმა პირველ ტურში სტუმრად "შახტართან" 0:2 წააგო, გუშინ საღამოს კი 3:0 მიჰყავდა, მაგრამ ბოლო წუთზე ერთი ბურთი გაუშვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები