ჰაზენჰიუტლი: "კარგი გაკვეთილი მივიღეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლი: "კარგი გაკვეთილი მივიღეთ"


ჰაზენჰიუტლი:

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, "ბეშიქთაშთან" გასვლითი მატჩი შეაფასა.

"დასაწყისში სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი ცოტათი გაოგნებულნი ვიყავით. მეორე ტაიმში ბიჭებმა მოუმატეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვულოცავ "ბეშიქთაშს", რომელმაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შეუძლებელია მოამზადო საკუთარი გუნდი ასეთი არანორმალური ატმოსფეროსთვის. სტადიონზე უბრალოდ გამაყრუებელი ხმაური სუფევდა.

პირველი 20 წუთი საშინელი იყო, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმაოდ კარგი გაკვეთილია. ვფიქრობ, ამაზე ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და პროგრესი გავაგრძელოთ", - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "ლაიფციგი" სტამბოლში 0:2 დამარცხდა და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს აქტივში.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი რალფ ჰაზენჰიუტლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები