ატალანტა სენტ-მაქსიმინით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატალანტა სენტ-მაქსიმინით დაინტერესდა


ატალანტა სენტ-მაქსიმინით დაინტერესდა

"ნიცას" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, ალან სენტ-მაქსიმინი, შესაძლოა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გადაბარგდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 20 წლის ნიჭიერი ფრანგით ბერგამოს "ატალანტა" დაინტერესდა, რომელიც ალანის დამატებას იანვარში ეცდება.

"ქალთევზებს" შეტევაში გარკვეული პრობლემები აქვთ და ფიქრობენ, რომ საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების წევრი გუნდს დაეხმარება.

სენტ-მაქსიმინი "ნიცამ" ამ ზაფხულს "მონაკოდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა და ალანმა ყველა ტურნირზე უკვე 10 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები