16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ისევ დამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ისევ დამარცხა


16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ისევ დამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა აზერბაიჯანი. პირველი შეხვედრისგან (5:2) განსხვავებით, ზვიად ჯელაძის გუნდს ამჯერად უფრო მეტი გარჯა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად, შემადგენლობაც ოდნავ შეცვლილი იყო და მწვრთნელს პირველივე ტაიმში მოუხდა კორექტივების შეტანა.

თავდაპირველად ამჯერადაც სტუმრები დაწინაურდნენ მე-17 წუთზე გატანილი პენალტით, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლით უპასუხა _ ჯერ ლუკა ტორონჯაძემ გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ზურაბ ერაძემ შეაგდო თავურით.

ზვიად ჯელაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

სომხიშვილი, დევდარიანი (კვარაცხელია 41), ერაძე, ტეფნაძე (მამაცაშვილი 41), ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე (ბუკია 68), ომარაშვილი (ტორონჯაძე 37; ოსიყმაშვილი 71), კოკაია (არველაძე 71), სანებლიძე (აბუაშვილი 30), თოხაძე (კონიაშვილი 58).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები