მონტელა: "ჩალჰანოღლუს დასვენება სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "ჩალჰანოღლუს დასვენება სჭირდება"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, ევროპის ლიგის მორიგი თამაშის წინ აღნიშნა, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს დასვენება სჭირდება.

"ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. როტაცია სავსებით ნორმალურია, თანაც ჰაკანს თვეების განმავლობაში არ უთამაშია, ვინაიდან დისკვალიფიკაცირებული იყო.

ის ახალ ჩემპიონატშია, ამიტომ გაზრდა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩალჰანოღლუს დასვენება სჭირდება. ის ყოველ სამ დღეში ერთხელ ვერ ითამაშებს", - აღნიშნა მონტელამ.

"როსონერი" ხვალ საკუთარ მოედანზე "რიეკას" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები