გვარდიოლა: "მარცხენა მცველად თამაში დელფს, ზინჩენკოს და დანილოს შეუძლიათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "მარცხენა მცველად თამაში დელფს, ზინჩენკოს და დანილოს შეუძლიათ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის დაცვის ხაზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარცხენა ფლანგის გაძლიერება ისეთ მოთამაშეებს შეუძლიათ, როგორებიც: დელფი, ზინჩენკო და დანილო არიან.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდის ძირითადმა მარცხენა მცველმა - ბენჯამინ მენდიმ დაზიანება მიიღო, რომლის გამოც მინიმუმ 2-3 თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

"მენდი კონსულტაციისთვის ბარსელონაში გაემგზავრა. როგორც ჩანს, მას სერიოზული ტრავმა აქვს.

ვნახოთ რა იქნება იანვარში, შესაძლოა ახალი მარცხენა მცველი შევიძინოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს დელფი, დანილო და ალექნსანდრ ზინჩენკო, რომლებსაც მარცხენა მცველად თამაში შეუძლიათ", - განაცხადა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები