სუარესი: "ის, რომ გოლი მე არ ჩამითვალეს, ნაკლებად მნიშვნელოვანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუარესი: "ის, რომ გოლი მე არ ჩამითვალეს, ნაკლებად მნიშვნელოვანია"


სუარესი:

"ბარსელონას" და "სპორტინგის" შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. სუარესის დარტყმის შემდეგ, ბურთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა და ისე შევიდა კარში.

საბოლოოდ, უეფამ გატანილი გოლი ურუგვაელ ფეხბურთელს არ ჩაუთვალა და ავტოგოლად დააფიქსირა.

"ის, რომ გატანილი გოლი მე არ ჩამითვალეს, ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ.

სეზონი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, ახლა კი მწვრ​თნელის დახმარებით ყველაფერი იდეალურად მიდის. ვალვერდე დიდი სპეციალისტია", - აცხადებს სუარესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები