კონტემ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტემ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა


კონტემ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" შორის, ლონდონელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მოგებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა.

"ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ნაჩვენები შედეგით. ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ყველამ იცის, თუ რა რთულია ატლეტიკოსთან სტუმრად თამაში.

მოიგებს თუ არა ჩელსი წელს ჩემპიონთა ლიგას? - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და ვცდილობთ, ყველა მატჩში მაქსიმუმი ჩავდოთ.

გასულ წელს, დასახული გეგმა კარგად განვახორციელეთ და პრემიერ ლიგა მოვიგეთ. ვნახოთ, რა იქნება წელს", - აცხადებს კონტე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები