გრიზმანo: "თუ ატლეტიკოს ჯგუფიდან გასვლა სურს, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გრიზმანo: "თუ ატლეტიკოს ჯგუფიდან გასვლა სურს, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს"


გრიზმანo:

ლონდონის "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ, კომენტარი მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა გააკეთა.

ესპანელები "ჩელსისთან" შინ 1:2 დამარცხდნენ. "ატლეტიკოს" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ გრიზმანმა გაიტანა.

"რთული თამაში გამოდგა. სამწუხაროდ, ცუდად ვითამაშე და თავი ისე ვერ წარმოვაჩინე, როგორც საჭირო იყო.

ჩელსიმ გვაჯობა და მოიგო კიდეც. თუ ატლეტიკოს ჯგუფიდან გასვლა სურს, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს. შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება", - აცხადებს გრიზმანი, რომლის გუნდსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები