ოუენმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარე დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოუენმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარე დაასახელა


ოუენმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარე დაასახელა

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარე დაასახელა.

"როცა დე ხეა მანჩესტერში ჩაირიცხა, მაშინ მეც ამ გუნდის წევრი ვიყავი და კარგად ვხედავდი, თუ რამხელა პერსპექტივა ჰქონდა.

წლების განმავლობაში, ის განვითარდა და დიდ მეკარედ ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, ამჟამად დე ხეა მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე", - აცხადებს ოუენი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ მეკარეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები