ბუსკეტსი: "იმედი მაქვს, რომ ეს სერია არ დასრულდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსი: "იმედი მაქვს, რომ ეს სერია არ დასრულდება"


ბუსკეტსი:

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "სპორტინგი" სტუმრად დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსმა ისაუბრა:

"ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. ვფიქრობ, რომ მეტოქეს ვაჯობეთ, თუმცა გოლის შემდეგ ისინი უპირატესობას ფლობდნენ.

ეს ჩემპიონთა ლიგაა და ცხადია, რომ შეხვედრის მოგება იოლი არ არის. კარგია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, ამან ჯგუფში გაგვალიდერა.

პაუზის შემდეგ, უნდა ვეცადოთ, რომ "ოლიმპიაკოსი" დავამარცხოთ.

იმედი მაქვს, რომ "ბარსელონას" მოგებების სერია არ დასრულდება. ვიცით, რომ გამარჯვებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო", - დაასრულა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ლა ლიგაში 6 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2. ბოლო 8 შეხვედრაში მათ 1 ქულაც არ დაკარგეს და ბუსკეტს სურს, რომ ეს სერია გაგრძელდეს.

ლა ლიგის შემდეგ ტურში გუნდი შინ "ლას პალმასს" მასპინძლობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები