Goal.Ge

კრიშტიანუ რონალდუ თუ ბრაზილიელი რონალდო?!



ამ საიტის მეშვეობით მინდა ერთ ძალიან საჭირბოროტო თემაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. სოციალურ ქსელებში ძალიან მოხშირდა ამ ტიპის შედარებები და მინდა ყველას მოგცეთ საშუალება ამ საიტის საშუალებით დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. კრიშტიანუ რონალდუს, რომ ლიონელ მესის ძალიან ხშირად ადარებენ  ყველასათვის გასაგებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მისი ბრაზილიელ რონალდოსთან შედარება რამდენად მართებულია შევეცდები ამ სტატიაში განვიხილო და შესაბამისად საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებაც ყველას მოგცეთ. კრიშტიანუ რონალდუსა და რონალდოს შორის განსხვავება წესით ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს და მათი შედარებისგანაც თავის შეკავება არ უნდა გვიჭირდეს, თუმცა კრიშტიანუმანიამ როგორც ჩანს ამ შედარების საშუალება მისცა უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც ალბათ ბრაზილიელ რონალდოზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ ის იციან, რომ მექალთანე და მსუქანა გახლდათ ბრაზილიელი ფენომენი. ეს ასაკობრივია მესმის, ბევრი აფასებს იმას რასაც ხედავს და მისთვის არის კარგად ცნობილი, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს ფეხბურთი და არაფერი იცოდეს ბრაზილიელ ფენომენზე? სხვადასხვა საიტებზე რონალდოს ვიდეოების ნახვით მაინც მიიღონ ინფორმაცია ბრაზილიელ გენიოსზე და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადონ, რომ მასზე გაცილებით ძლიერია მისი პორტუგალიელი "სეხნია". ვინ არის ბრაზილიელი რონალდო და საერთოდ რას წარმოადგენს ის ფეხბურთის ისტორიაში? ამ კითხვას მხოლოდ იმიტომ ვხდი აქტუალურს, რომ ვიცი ამ საიტზე ძალიან ბევრი არასრულწლოვანია დარეგისტრირებული და შესაბამისად ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბრაზილიელ ვარსკვლავზე.  მინდა ყველას ერთი რამ გარკვევით გითხრათ, ბრაზილიელ რონალდოსა და პორტუგალიელ რონალდუს მხოლოდ ის აქვთ საერთო ერთმანეთთან, რომ ორივეს ერთნაირი თანმიმდევრობით ეწერა უკან მაისურზე RONALDO სხვა არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბუთელები იყვნენ, თუმცა ორივე უდიდესი დონის ფეხბურთელები არიან ამაზე საუბარიც კი არ ღირს, თუმცა სადაც რონალდოა იქ კრიშტიანუ ვერ იქნება პირველი მარტივი მიზეზის გამო, ის რაც ბრაზილიელმა რონალდომ ფეხბურთის ისტორიას შესთავაზა უბრალოდ გენიალურია და განმეორებას არ ექვემდებარება. 20 წლის ასაკში გახდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, მიიღო უმძიმესი ტრამვა, ფეხბურთს დაუბრუნდა 2 წლიანი პაუზის შემდეგ  და ფაქტიურად პირადად გადაწყვიტა 2002 წლისგამარჯვებულის  ვინაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე. გახდა საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით და ტურნირის მთავარი შემოქმედი გახდა. 1930 წლიდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ ბრაზილიელი ფენომენი  გახლავთ, თვით პელეზე,მარადონაზე,კრუიფზე,დი სტეფანოზე და გარინჩაზე აღმატებულია მსოფლიო აღიარებით მუნდიალების ისტორიაში და თქვენ გინდათ, რომ კრიშტიანუ მასზე  აღმატებულად გამოიყვანოთ??? ვერ დაგეთანხმებით პატივცემულებო, თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არ დაგეთანხმებით არასოდეს, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 1998 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და ვიცე-ჩემპიონი უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუზე 2-ჯერ აღმატებულია და მას რონალდუს შედარებითაც არ შევადარებ. ალბათ ამ სტატიიდან დაასკვნის ბევრი, რომ ბარსას ფანი ვარ და არ მომწონს კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მწარედ შეცდება, ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ სწორედ მისი თამაშით ვარ მოხიბლული ყველაზე მეტად და მის პერსონალურ ფანობასაც არ ვთაკილობ, მაგრამ არის რეალობა რასაც ვერავინ გაექცევა და ამ კონკრეტულ მომენტში ამ რეალობას ფენომენი რონალდოს გრანდიოზული კარიერა წარმოადგენს. არგუმენტის მოყვანაც კი არ უნდა გახდეს საჭირო მათი შედარების დროს, არავინ არ უნდა ვახსენოთ კრიშტიანუს მიღწევები ბრაზილიელიელ რონალდოს მიღწევებთან და თუ ვახსენებთ,  მაშინვე უნდა გავიხსენოთ კიჭას უმძიმესი ტრამვები და ის რეალობა, რომელიც მის საფეხბურთო ცხოვრებას მუდმივად თან ახლდა. უკვე გამოკითხვები ტარდება ვინ არის რეალის საუკეთესო ფეხბურთელი და მასში საუკეთესოობას არავის უთმობს კრიშტიანუ რონალდუ. გასაგებია და არც გამიკვირდებოდა პორტუგალიელის ეს აღიარება, მაგრამ როდესაც ეს აღიარება რეალის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობასთანაც ასოცირდება  უკვე აღარ მომწონს, დი სტეფანოს, რაულის და პუშკაშის მიღწევებს ასე ადვილად ქარს, რომ ატანენ მადრიდელი ფანები. კრიშტიანუს შეეძლო მანჩესტერში გამხდარიყო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ რეალში იგივეს გაკეთება მისთვის შეუძლებელი მგონია, რადგან დი სტეფანოს და რაულის მიღწევებს ის ვერასოდეს გაიმეორებს მგონია. შეიძლება ვცდები, მაგრამ პირადი აზრის დაფიქსირების საშუალებას ეს საიტი და ეს სტატიაც ნამდვილად მაძლევს. ნუ იცით გაფანატება ასე ძალიან იმ ფეხბურთელების, რომლებსაც მუდმივად ვაკვირდებით და მათ თამაშებს არ ვტოვებთ ხოლმე უყურადღებოდ, რადგან მათზე არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელებიც ყოფილან, რომელთა თამაშის ხილვის საშუალება უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე არ გვქონდა. 1960 წლის ფეხბურთის მოყვარულს პელე მოსწონს, 1980 წლიდან უკვე მარადონაზე ლაპარაკობს ყველა, მომდევნო ოცწლეულში ზიდანზე და რონალდოზე აფანატებენ და თანამედროვე ფეხბურთში კი  ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ხდება არჩევანის გაკეთება. ეს ასეა და ასე გაგრძელდება კონკრეტული დროის კონკრეტულად გამორჩეული ფეხბურთელების მიხედვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ ზედაპირულად რონალდუ ჯობია რონალდოს და ასე შემდეგ. ვფიქრობ ჩემი სათქმელი  ვთქვი, მისი გაგება კი თქვენთვის მომინდვია, ყოველი თქვენთაგანის აზრს პატივისცემით მოვეკიდები, მაგრამ იმედია ასევე პატივისცემას დაიმსახურებს ჩემი პირადი მოსაზრებაც ამ თემასთან დაკავშირებით და არ გაგიჩნდებათ უაზრო კომენტარების დაწერის სურვილი. ჩემს სტატიას კი ბრაზილიელი ფენომენის სიტყვების გადმოცემით დავასრულებს, სადაც მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი იქნება მაგარი რონალდოები ფეხბურთში მით უკეთესი ფეხბურთისათვის. მეც ასე მიმაჩნია და მახარებს ის ფაქტი, რომ სხვა ფეხბურთელი მაისურზე წარწერით RONALDO დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე