ასეთი სიტუაცია იყო ატლეტიკოსა და ჩელსის მატჩის შემდეგ მეტროსთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ასეთი სიტუაცია იყო ატლეტიკოსა და ჩელსის მატჩის შემდეგ მეტროსთან


ასეთი სიტუაცია იყო ატლეტიკოსა და ჩელსის მატჩის შემდეგ მეტროსთან

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ატლეტიკომ" "ჩელსი" მიიღო და 2:1 დამარცხდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, თუ რა სიტუაცია იყო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრის შემდეგ.

სურათზე ხედავთ, თუ რამხელა რიგი იყო მეტროს სადგურის შესასვლელთან.

"ატლეტიკოს" ქომაგების უდიდესი ნაწილი, შეხვედრების დროს სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და ამის გამო მეტროს სადგურში საკმაოდ დიდი საცობი შეიქმნა.

გაცნობებთ, რომ მადრიდული გუნდის ახალი სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" 67 000 ქომაგს იტევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები