გუნდოგანი: "სიტი მზადაა ჩელსისთან მატჩისთვის და ამას დაამტკიცებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გუნდოგანი: "სიტი მზადაა ჩელსისთან მატჩისთვის და ამას დაამტკიცებს"


გუნდოგანი:

"მანჩესტერ სიტის" გერმანელი ნახევარმცველი, ილკეი გუნდოგანი ლონდონის "ჩელსისთან" გასამართ შეხვედრაზე საუბრობს.

"ეს დიდი მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ შეხვედრისთვის აბსოლუტურად მზად ვართ. ჩვენ ინგლისის მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, ასე რომ, უნდა დავამტკიცოთ ჩვენი მზადყოფნა.

ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხად ილკეი გუნდოგანმა.

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, 30 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები