იგუაინი: "მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ და ვეგუები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგუაინი: "მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ და ვეგუები"


იგუაინი:

ტურინის "იუვენტუსის" არგენიტნელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა "ოლიმპიაკოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, სადაც "იუვენტუსის" მეტოქე "ოლიმპიაკოსი" იყო, იგუაინი მოედანზე მე-60 წუთზე გამოვიდა და 69-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ და ვეგუები. ჩვენ ძალიან რთულ გამარჯვებას მივაღწიეთ მძიმე შეხვედრაში და ვფიქრობ, რომ ეს "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ, რეაბილიტაციის მოხდენის ერთ-ერთი სახე იყო", - განაცხადა იგუაინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები