ინიესტა: "ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა: "ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა"


ინიესტა:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "სპორტინგთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესპანელის აზრით, მეტოქესთან მჭიდროდ თამაში იყო საჭირო და კატალონიელებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.

"ასეთი მატჩები სხვადასხვა ფაზებით იყოფა და როცა მჭიდროდ თამაშის დრო დგება, უნდა იცოდე, ზუსტად რა უნდა გააკეთო", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"ჩვენ კი ვიცოდით, თუ რა ზომები უნდა მიგვეღო", - დასძინა ანდრესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები