ავტორიზაცია

ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
თარიღი 11 Oct 2017, 07:35
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან 3:0 დამარცხდა.

ჩილეს უშუალო კონკურენტებმა კი სასურველი ანგარიშები დააფიქსირეს და კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონები მუნდიალის გარეშე დატოვეს.

ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილეს მთავარი მწვრთნელი ანტონიო პიცი თანამდებობიდან გადადგა.

ჯერჯერობით, მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია. პიცი ჩილეს ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.