აზარი: "ჩელსი ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარი: "ჩელსი ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს"


აზარი:

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ატლეტიკოსთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ლონდონელებმა გამარჯვება დაიმსახურეს.

ბელგიელის აზრით. მისი გუნდი შესანიშნავად თამაშობს.

"ძალიან ბედნიერები ვართ", - ციტირებს აზარის სიტყვებს BT Sport.

"რთული თამაში იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. გამარჯვება დავიმსახურეთ. შესანიშნავად ვთამაშობთ. ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ და თითოეული მატჩის მოგება გვინდა. დღეს ადვილი არ ყოფილა, თუმცა ეს გავაკეთეთ".

"ატლეტიკო" თავს ჩინებულად იცავდა, ორივე გუნდი კარგად უმკლავდებოდა შეტევებს", - დასძინა ედენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები