მესი პუიოლს გაუთანაბრდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მესი პუიოლს გაუთანაბრდა


მესი პუიოლს გაუთანაბრდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "სპორტინგთან" (1:0) გამართულ მატჩში მინდორზე მთელი 90 წუთი გაატარა.

ლისაბონელებთან შეხვედრა არგენტინელისთვის კატალონიელთა რიგებში 593-ე აღმოჩნდა.

აღნიშნული მაჩვენებლით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერი გუნდის ექს-მცველს, კარლეს პუიოლს გაუთანაბრდა, რომელიც პროფესიონალურ დონეზე 1999 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები