რომელი ფეხბურთელები არიან ჩემპიონთა ლიგის ლიდერები დარტყმების რაოდენობით? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომელი ფეხბურთელები არიან ჩემპიონთა ლიგის ლიდერები დარტყმების რაოდენობით?


რომელი ფეხბურთელები არიან ჩემპიონთა ლიგის ლიდერები დარტყმების რაოდენობით?

მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური.

InStat-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი") და ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") დარტმების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ლიდერები არიან.

როგორც პორტუგალიელმა, ისევე ინგლისელმა მეტოქის კარში ჩატარებულ ორ მატჩში 13-ჯერ დაარტყეს (5-5 ზუსტი).

აღსანიშნავია, რომ კეინის ხუთივე ზუსტი დარტყმა გოლად იქცა, ხოლო რონალდუს ანგარიშზე 4 გატანილი ბურთია.

ორი ტურის შემდეგ კარში ზუსტად ყველაზე მეტჯერ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ (7-დან 7) დაარტყა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები