ანჩელოტის წასვლას რობენიც ემხრობა? - არიენმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტის წასვლას რობენიც ემხრობა? - არიენმა განცხადება გააკეთა


ანჩელოტის წასვლას რობენიც ემხრობა? - არიენმა განცხადება გააკეთა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, არიენ რობენმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ"-სთან (0:3) მარცხის შემდეგ არ დაიცვა.

შეგახსენებთ, არ არის გამორიცხული, იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი დღესვე დატოვოს.

"ანჩელოტის მხარდაჭერა? ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ", - ციტირებს რობენის სიტყვებს Football Italia.

"მტკივნეული მარცხი იყო. დაყენებული შემადგენლობა? ამაზე არ ვისაუბრებ. ზედმეტი იქნება. მთავარი ისაა, რომ ერთი გუნდი ვართ. უნდა დავმშვიდდეთ. ნებისმიერი, რომელიც თავის უკმაყოფილებას გამოთქვამს, გუნდს ვერ დაეხმარება", - დასძინა არიენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები