ოფიციალურად: ბაიერნმა ანჩელოტი გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ბაიერნმა ანჩელოტი გაათავისუფლა


ოფიციალურად: ბაიერნმა ანჩელოტი გაათავისუფლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაითხოვა.

გერმანელებმა 58 წლის იტალიელს გუშინდელი მარცხი არ აპატიეს. "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პარი სენ ჟერმენთან" 0:3 დამარცხდა.

"სამწუხაროდ, სეზონის სტარტი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით.

მინდა, რომ კარლოს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რაც "ბაიერნისთვის" გააკეთა. ის ჩემი მეგობარია და ყოველთვის ასე იქნება, თუმცა ჩვენ პროფესიული გადაწყვეტილება მივიღეთ.

პარიზში დაფიქსირებულმა შედეგმა ცხადყო, რომ ჩვენ შედეგებისთვის უნდა გადაგვეხედა", - განაცხადა კარლ ჰეინც რუმინეგემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა "ბაიერნი" გასული სეზონის წინ ჩაიბარა და გუნდთან ერთად ორი ტიტული მოიგო, ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი.

ასევე, "ბაიერნმა" ანჩელოტის შემცვლელი უკვე იპოვნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები