პიანიჩმა ბარძაყის დაზიანება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიანიჩმა ბარძაყის დაზიანება მიიღო


პიანიჩმა ბარძაყის დაზიანება მიიღო

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, "ოლიმპიაკოსთან" გუშინდელი შეხვედრა (2:0) დაზიანების გამო გამოტოვა.

27 წლის ბოსნიელი მოულოდნელად გუშინ თადარიგს მიღმა დარჩა და როგორც იტალიური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, მირალემს ბარძაყის პრობლემები აქვს.

პიანიჩის გამოჯანმრთელების ვადები ჯერ უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ იტალიის სერია ა-ს მომდევნო თამაშს, სტუმრად "ატალანტას" წინააღმდეგ, გამოტოვებს.

პიანიჩმა მიმდინარე სეზონში სულ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მირალემ პიანიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები