პაიე საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პაიე საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა


პაიე საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი თამაშისთვის განაცხადი წარადგინა.

დიდიე დეშამმა ბულგარეთთან (7 ოქტომბერი) და ბელორუსთან (10 ოქტომბერი) შეხვედრებისთვის რჩეულებს უხმო. ეროვნულ გუნდს მარსელის "ოლიმპიკის" შემტევი, დიმიტრი პაიე, დაუბრუნდა, რომელმაც სექტემბრის მატჩები გამოტოვა.

მეკარეები: უგო ლორისი ("ტოტენჰემი"), ალფონს არეოლა ("პსჟ"), სტივ მანდანდა ("მარსელი").

მცველები: ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), კრისტოფ ჟალე ("ნიცა"), ლორან კოსელნი ("არსენალი"), სამუელ უმტიტი ("ბარსელონა"), პრესნელ კიმპემბე ("პსჟ"), რაფაელ ვარანი ("რეალი"), ლუკა დინი ("ბარსელონა"), ლეივინ კურჟავა ("პსჟ").

ნახევარმცველები: ნ'გოლო კანტე ("ჩელსი"), მუსა სისოკო ("ტოტენჰემი"), ბლეზ მატუიდი ("იუვენტუსი"), კორენტინ ტოლისო ("ბაიერნი"), ადრიენ რაბიო ("პსჟ"), ტომას ლემარი ("მონაკო"), ფლორიან ტოვენი ("მარსელი"), დიმიტრი პაიე ("მარსელი").

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი ("ბაიერნი"), ოლივიე ჟირუ ("არსენალი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), კილიან მბაპე ("პსჟ"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი").

8 ტურის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები A ჯგუფს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ კი შვედეთი (16), ჰოლანდია (13) და ბულგარეთი (12) მოდიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები