ჰეკინგი: "ცხვირი არ უნდა დავუშვათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰეკინგი: "ცხვირი არ უნდა დავუშვათ"


ჰეკინგი:

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, დიტერ ჰეკინგმა, ბუნდესლიგის მორიგი ტურის წინ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცხვირი არ უნდა დაუშვას.

გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარი შეგირდები ბორუსიული დერბის გამო გაამხნევა, რომელიც მიუნხენგლადბახელებმა დორტმუნდში 1:6 წააგეს.

"შესაძლოა მინდორზე ის თერთმეტეული გავიყვანო, რომელმაც დორტმუნდში ითამაშა, რათა ბიჭებს რეაბილიტაციის შანსი მივცე.

არცერთ გუნდს არ უყვარს 1:6 წაგება და ამის გამო რა თქმა უნდა, ბედნიერები ვარ ვართ. თუმცა ცხვირი არ უნდა დავუშვათ და წინ გავიხედოთ", - განაცხადა ჰეკინგმა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში მიუნხენგლადბახის "ბორუსია" საკუთარ მოედანზე ახალწვეულ "ჰანოვერს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები