იუვენტუსი კიელინისა და ალექს სანდროს ახალ კონტრაქტს სთავაზობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი კიელინისა და ალექს სანდროს ახალ კონტრაქტს სთავაზობს


იუვენტუსი კიელინისა და ალექს სანდროს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, და მარცხენა მცველმა, ალექს სანდრომ, შესაძლოა "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივონ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის კიელინისა და სანდროს ახალი ხელშეკრულებები შესთავაზოს.

ტექნიკური ბრაზილიელი, რომლითაც ამ ზაფხულს ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებოდა, "იუვესთან" ახალ კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს. კიელინი კი, რომლის ხელშეკრულებაც გაისად იწურება, გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან, რომელთა როლი ტურინულ კლუბში ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები