ჰანოვერს ჟონათასი კვლავ ვერ დაეხმარება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰანოვერს ჟონათასი კვლავ ვერ დაეხმარება


ჰანოვერს ჟონათასი კვლავ ვერ დაეხმარება

"ჰანოვერის" ცენტრალური თავდამსხმელი, ჟონათასი, ბუნდესლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

28 წლის ბრაზილიელ ფორვარდს მუხლის პრობლემები აქვს და გუნდის ბოლო სამი თამაში უკვე გამოტოვა.

ჟონათასის დაბრუნება ამ უქმეებზე, მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" გასვლით შეხვედრაში, იყო მოსალოდნელი, მაგრამ როგორც ჩანს, ბრაზილიელმა გამოჯანმრთელება ვარ მოასწრო.

ჟონათასი "96-იანელებმა" ამ ზაფხულს დაიმატეს და ბუნდესლიგის 2 თამაშში ბრაზილიელმა 1 გოლის გატანა და 1 ასისტის გაკეთება მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰანოვერი ჟონათასი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები