ფოტო: მოურინიომ 23 წლის რუს გოგონას ავტოგრაფსა და სელფიზე უარი უთხრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფოტო: მოურინიომ 23 წლის რუს გოგონას ავტოგრაფსა და სელფიზე უარი უთხრა


ფოტო: მოურინიომ 23 წლის რუს გოგონას ავტოგრაფსა და სელფიზე უარი უთხრა

ყაზანში მცხოვრები 23 წლის გოგონა, ლეისან ჰალილოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის ეგიდით "ცსკა"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართულ მატჩამდე ერთი დღით ადრე ინგლისელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან სელფის გადაღებასა და ავტოგრაფის აღებას ცდილობდა, იუწყება The Sun.

რუსი გოგონა პორტუგალიელს სასტუმროს ჰოლში ელოდებოდა, თუმცა "წითელი ეშმაკუნების" მწვრთნელისგან უარი მიიღო. მოურინიო თავის ოთახში გაეშურა და დაცვას სთხოვა იქ გოგონა არ შეეშვათ.

ჰალილოვა მოურინიოს თაყვანისმცემელია. პირველად იგი პორტუგალიელს ყაზანში შეხვდა, როცა იქ მილანის "ინტერი" ჩავიდა.

გოგონამ აღნიშნა, რომ მოსკოვში მომხდარი ინციდენტი "განსაკუთრებულისადმი" მის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს.

იხილეთ ფოტო

ფოტო: მოურინიომ 23 წლის რუს გოგონას ავტოგრაფსა და სელფიზე უარი უთხრა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები