ინტერი პასტორეს თაობაზე მოლაპარაკებებს იანვარში განაახლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი პასტორეს თაობაზე მოლაპარაკებებს იანვარში განაახლებს


ინტერი პასტორეს თაობაზე მოლაპარაკებებს იანვარში განაახლებს

"ინტერი" "პსჟ"-ს ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს ხელში ჩაგდების იმედს მაინც არ კარგავს.

მილანელთა ხელმძღვანელები 28 წლის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს იანვარში განაახლებს.

ცნობისთვის, გასულ ზაფხულს იტალიური კლუბი არგენტინელის შეძენას უკვე ცდილობდა, თუმცა პარიზელებს ჰავბეკის ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე პასტორემ ყველა ტურნირზე ერთად ხუთი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები