საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: "მბაპეს შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: "მბაპეს შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში"


საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე შეაქო.

სპეციალისტის თქმით, 18 წლის ფორვარდს მომავალში ბევრის მიღწევა შეუძლია.

"მბაპეს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში", - ციტირებს დეშამის სიტყვებს Le Figaro.

"პსჟ"-ში მარჯვნივ თამაშობს და ეს მას ეფექტურობაში ხელს არ უშლის. ყველაფერს ერგება და ძლიერი რჩება".

"მბაპე ყველაფერს სწრაფად და კარგად აკეთებს. განსაკუთრებული ფეხბურთელია", - დაამატა ფრანგების თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები