ნეიმარმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა


ნეიმარმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა

"პსჟ"-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა თავის თანაგუნდელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

"მბაპე ისე თამაშობს, 30 წლის ფეხბურთელი გეგონება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ძალიან გამოცდილია.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია და მომდევნო წელს ოქროს ბურთის მოგების ფავორიტიც იქნება", - აცხადებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ნეიმარი "პსჟ"-ში 222, ხოლო მბაპე 180 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები