ოზილი იტალიაში გადადის? - ინტერში ოფიციალური განცხადება გააკეთეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოზილი იტალიაში გადადის? - ინტერში ოფიციალური განცხადება გააკეთეს


ოზილი იტალიაში გადადის? - ინტერში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"ინტერის" პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა დაადასტურა, რომ მილანური კლუბი "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ ოზილისადმი ინტერესს იჩენს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 28 წლის გერმანელი "მეთოფეებთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა კლუბიდან.

"ოზილი იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ვაკვირდებით", - ციტირებს ტოჰირის სიტყვებს A Bola.

"თუმცა, მიუხედავად ამისა, იანვარში ტრანსფერები არ იქნება", - დაამატა "ნერაძურის" ხელმძღვანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები