მილანი მონტელას ენდობა და ანჩელოტით არ ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი მონტელას ენდობა და ანჩელოტით არ ინტერესდება


მილანი მონტელას ენდობა და ანჩელოტით არ ინტერესდება

"მილანის" სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი, "ბაიერნიდან" კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"ეს ინფორმაცია მეწყინა, ვინაიდან ანჩელოტიმ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთის საუკეთესო სპეციალისტია და სიმართლე გითხრათ, არ მესმის რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ უკმაყოფილონი ვართ, როგორც სპორტულის მოყვარულები, მაგრამ თავად ანჩელოტიზე არანაკლებ ნიჭიერი და უფრო ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გვყავს. ამ პროექტის მონტელასთან ერთად გვჯერა და გვინდა, რომ ფინიშზეც ერთად მივიდეთ.

ამ ჭორების მესმის, ვინაიდან სიტუაცია საკმაოდ საინტერესოა და ყველამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს, მათ შორის ჟურნალისტებმა. თუმცა ჩვენ მონტელას ვენდობით", - აღნიშნა მირაბელიმ.

იტალიურ პრესაში უკვე დაიწერა, რომ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს, რომელსაც 2001-09 წლებში წარმატებით წვრთნიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები