ნაინგოლანი კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანი კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩა


ნაინგოლანი კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩა

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი, ბელგიის ეროვნული ნაკრების განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა.

"მგლების" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე რობერტო მარტინესმა არც სექტემბრის თამაშებისთვის არ გამოიძახა, რასაც რაჟას უკმაყოფილება და ეროვნული გუნდიდან საბოლოოდ წასვლის სურვილი მოჰყვა.

თუმცა 29 წლის ბელგიელმა გადაიფიქრა და მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებს ვერც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურებში დაეხმარება.

ბელგიელთა განაცხადი ასე გამოიყურება:
კასტეელსი, კურტუა, მინოლე, სელსი; ალდერვეირელდი, ბოიატა, სიმანი, დენდონკერი, კომპანი, ჯ.ლუკაკუ, მენიე, ვერმალენი, ვერტონგენი; ჩადლი, დე ბრუინი, დეფური, ფელაინი, ტილემანსი, ვიტსელი; ბატშუაი, კარასკო, ე.აზარი, თ.აზარი, რ.ლუკაკუ, მერტენსი, მირალასი, ორიჯი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები