მონტელა: "მილანი გამოცდილებას აგროვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "მილანი გამოცდილებას აგროვებს"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, ევროპის ლიგაზე "რიეკასთან" მოპოვებული რთული გამარჯვება (3:2) შეაფასა.

"ჩვენ მოგებული თამაშების დათმობით გავიზრდებით. ამ საღამომ შეუფასებელი გაკვეთილი მოგვცა და "მილანი" სწორედ იმ საჭირო გამოცდილებას აგროვებს, რომელიც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მატჩი მხოლოდ 70 წუთი არ გრძელდება.

მინდა გუნდის ბრძოლისუნარიანობა გამოვყო, ბიჭებმა მთელი ენერგია მინდორზე დატოვეს და საბოლოოდ გამარჯვება სწორედ ამის ხარჯზე მოვიპოვეთ. შედეგი დიდებულია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წუთზე ვიმარჯვეთ", - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა.

"როსონერი" ხორვატიულ კლუბს შინ 2:0 ამარცხებდა, მაგრამ მეტოქემ თამაში დაქაჩა და საბოლოოდ, მილანელებმა კუტრონეს ბოლო წამებზე გატანილი ბურთით 3:2 იმარჯვეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები