დეშამი მატუიდით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დეშამი მატუიდით კმაყოფილია


დეშამი მატუიდით კმაყოფილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ბლეზ მატუიდის ამჟამინდელი მდგამარეობით კმაყოფილია.

"მიხარია, რომ ბლეზს ასეთ დონეზე ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი ცოტათი გვიან განხორციელდა და ახალი ენის, კულტურის შესწავლას დრო სჭირდება, ის მაინც კარგად გამოიყურება.

ის თავიდან მხოლოდ სათადარიგო სკამზე იჯდა ხოლმე, მაგრამ ახლა თამაშს თამაშზე ატარებს. "იუვენტუსს" სწორედ მისნაირი მოთამაშე აკლდა და თუ ტრავმები არ შეაწუხებს, ის გუნდის უცვლელი წევრი იქნება.

ვფიქრობ, მატუიდი "იუვენტუსში" დამსახურებულად თამაშობს და ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან დაეხმარება", - განაცხადა დეშამმა, რომელიც თავის დროზე "იუვეს" ღირსებას თავად იცავდა.

ბლეზ მატუიდი ტურინულ გრანდს ამ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენიდან" შეუერთდა და "იუვეს" ბოლო 6 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები